save 0
cart 0

Summer Reads

3 years ago

#იკითხეორიგინალში

 

ზაფხული საინტერესო თავგადასავლების პერიოდია. არ აქვს მნიშვნელობა ზღვაზე აპირებთ დროის გატარებას, მთაში ლაშქრობას თუ უბრალოდ ქალაქში დარჩენას. წიგნი საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ.

 

სწორედ ამიტომ bookshop.ge- ის ბიბლიოთეკა მთელი ზაფხულის პერიოდში საკითხავი წიგნების რეკომენდაციას შემოგთავაზებთ.

 

განსაკუთრებული და ჯადოსნური შეგრძნებაა, როდესაც ახალი წიგნის ყდას ვუყურებთ და შესაძლებლობა გვაქვს გადავშალოთ ის.

 

სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა სულ მცირე ჯადოქრობა შემოიტანოს ჩვენი მომხმარებლის ცხოვრებაში და ყველა გემოვნების მკითხველისთვის საზაფხულო წიგნების ჩამონათვალს გთავაზობთ.

 

საზაფხულო საკითხავი დაყოფილია სამ ძირითად თემატიკად: ქალაქში, ზღვაზე და მთაში საკითხავი წიგნები. 

 

ქალაქში საკითხავი წიგნები ფოკუსირებულია მოტივაციაზე, თვით- განვითარებასა და პიროვნული ტრანსფორმაციის საკითხებზე.

 

ზღვაზე საკითხავ ლიტერატურაში გაერთიანებულია მისტიკური და სასიყვარულო კატეგორიის წიგნები, რომელიც შეგიქმნით რომანტიკულ განწყობას.

 

მთაში საკითხავ წიგნებში შედის სათავგადასავლო, დეტექტიური და ისტორიული ჟანრის ნოველები, რომლის საიდუმლოებით მოცული გმირები თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს.

 

გისურვებთ სასიამოვნო კითხვას.