save 0
cart 0

ხელოვნური ინტელექტი

2 months ago

ალბათ ბოლო პერიოდში ხშირად გსმენიათ ხელოვნური ინტელექტის შესახებ და გაგჩენიათ შკითხვები მის წარმომავლობასა და დანიშნულებაზე. არ არის გამორიცხული, ყური მოგეკრათ იმ შეშფოთებული ხალხის მოსაზრებებისთვისაც, რომებსაც ჰგონიათ, რომ ე.წ AI (artificial intelligence) კაცობრიობის მიმართ, რაიმე სახის საფრთხეს, კონკრეტულად კი, ადამიანური რესურსისა და შრომის გაუფასურების საშიშროებას წარმოადგენს. რომ, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ბუნებრივს და რომ, ადამიანები ჩვენივე შექმნილი მანქანების მარწუხებს ქვეშ მოვექცევით.
                ხეოვნური ინტელექტი კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთ დარგია, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერული პროგრამის შექმნას, რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის გაგებას. ხოლო მისი დანიშნულება არა ადამიანის ჩანაცვლება, არამედ ჩვენი შრომისუნარიანობის გამუჯობესებაა. დავიმოწმებ ამერიკელი  მეცნიერის, ფეი-ფეი ლის სიტყვებს:     
                 
                “Artificial intelligence is not a substitute for human intelligence, it is a tool to amplify human creativity and ingenuity.“

 დღესდღეისობით, ასეთი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და უდავოდ მოწინავე პროგრამის საწელწოდებაა Chat Gpt,  რომელიც  არაერთ სფეროსა თუ დარგში, ბიზნესსა თუ კომპანიაშია ჩანერგილი. მეტსაც გეტყვით, ჩემი, როგორც სტუდენტის, პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით  გამიმარტივდა სასწავლო პროცესის ისეთი ნაწილები, როგორიც არის თუნდაც სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციებისთვის სლაიდების აწყობა და ა.შ. და ამასთანავე ვიტყვი, რომ არსებობს მართებული მოსაზრება, რომლის მიხედვით, ხელოვნურ ინტელექტითან მუშაობა (უფრო სწორედ მისი გამოყენებით) უახლოეს მომავალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი უნარი იქნება, რასაც არ შემიძლია არ დავეთანხმო, რადგან რთულია თვალი დავხუჭოთ იმ უპირატესობებზე, რომლებსაც ასეთი სახის პროგრამები გვთავაზობენ.

სწორედ ამიტომ გირჩევთ წაიკითოთ მოცემული წიგნი:  Life 3.0: Being Human in the Age of Artificial Intelligence