save 0
cart 0

Yoko Ogawa – იოკო ოგავა

3 years ago

მესამე ავტორი, რომელიც იაპონიაში გვამოგზაურებს, გახლავთ თანამედროვე იაპონურ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი - იოკო ოგავა.

 

ოგავას მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემია. მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. იგი ხშირად ასახავს იაპონიის საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ქალის როლს. ის არ არის მოქცეული „ჩარჩოებში“ და ეხება თითქმის ყველა თემას. არ არსებობს მეტად მწვავე საკითხი, რომელიც ღრმად და ფსიქოლოგიურად არ არის გადმოცემული მის წიგნებში.

 

იოკო ოგავას ერთ-ერთ რომანში „The Housekeeper and the Professor“ მეტად უჩვეულო ამბავია ასახული. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მათემატიკოსის, მეხსიერება ყოველი 80 წუთის შემდეგ იშლება. პროფესორის მეხსიერებაში, მხოლოდ მათემატიკური განტოლებები და მათი ამოხსნის უზადო, გზებია შემონახული. ამ ამბით მკითხველი გაიგებს, თუ რას ნიშნავს მხოლოდ აწმყოთი ცხოვრება და როგორ შეუძლია ტოლობებს, მარტოსული ადამიანების ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშიროს. ამბავს მოსამსახურე მოგვითხრობს, რომელიც ყოველ დილით ხელახლა ეცნობა პროფესორს, რომელთანაც უჩვეულო ურთიერთობა უყალიბდება. ამ ურთიერთობის ფონზე, სიუჟეტი მეტად საინტერესოდ ვითარდება.

 

ოგავას რომანების არაერთი ეკრანიზაცია მოგვეპოვება, მათ შორის სწორედ „The Housekeeper and the Professor“-ი გახლავთ. იგი საფუძვლად დაედო ფილმს „The Professor’s Beloved Equation“.

 

„იოკო ოგავას მშვიდი, თუმცა მძაფრი პროზა, ადამიანის ფსიქოლოგიის უნაზეს მხარეებს გამოსახავს“. - ქენძაბურო ოე

 

-----------------------------------------------

 

ავტორი: ნანა სარიშვილი

 

იაპონელი ავტორების წიგნები შეგიძლია მთელი მარტის თვის განმავლობაში შეიძინოთ 20% – იაანი ფასდაკლებით bookshop.ge – ზე.

 

იხილეთ შესაბამისი კატეგორიის ლინკი: https://bit.ly/301YPWo