save 0
cart 0
star
(0 customer review)

ძვირფასი სიცოცხლე

ელის მანრო (Author)

  • Publisher: დიოგენე
  • 284 Page / Published 2021-01-29
  • Category: Other Languages , მოთხრობები
  • ISBN: 9789941114922
  • Language: Georgian
  • Format: PB
  • CD/DVD:
Quantity

18.50 GEL

Author
author
ელის მანრო

Read More

ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ. 2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანროს (1931) გადაეცა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მწერლის ნიჭსა და ოსტატობაში ეჭვი არავის შეჰპარვია (მანრო მანამდეც არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი იყო), გაკვირვება სხვა რამემ გამოიწვია - ელის მანრო მოთხრობის ჟანრის ოსტატია, რომანი არასდროს დაუწერია, მცირე პროზის ავტორები კი სქელტანიანი რომანების ავტორების გვერდით თითქმის ყოველთვის იჩაგრებიან ხოლმე. მანროსადმი მიძღვნილ სტატიებში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ 2013 წლის ლიტერატურული ნობელი არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჟანრის დაფასებაც იყო. „ძვირფასი სიცოცხლე“ - კრებული, რომელიც თოთხმეტი მოთხრობისაგან შედგება - სავარაუდოდ, ავტორის ბოლო წიგნია. 2013 წელს ელის მანრომ განაცხადა, რომ წერას თავს ანებებს.