save 0
cart 0

რა წავიკითხოთ ოქტომბერში?!

3 years ago

ოქტომბრის თვეში ტემპერატურა დაბლა იწევს და დღეებიც იკლებს, თუმცა ჩვენ გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც მისტიურად

და საინტერესოდ გაგატარებინებთ ამ პერიოდს.

ოქტომბრის ბოლოს ჰელოუინი მოდის, ბუნებაც ფერების იცვლის და წიგნის მოყვარულები ახალი თავგადასავლებისთვის

ემზადებიან.  თუ გიყვართ მისტიკა, მძაფრი შეგრძნებები, უცნაური მოვლენები და ბევრი ადრენალინი, წიგნები ფენტეზის

და საშინელებათა ჟანრიდან ჩვენ გირჩევთ წაიკითხოთ:

 

 

ფენტეზის ჟანრის ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული წიგნის სერია „ The Witcher”.

The Witcher- ზებუნებრივი ძალების მქონე მონადირეები, რომლების უპირისპირდებიან ბოროტებას და ველურ ურჩხულებს.

წიგნის სიუჟეტის სიმძაფრე და ბრძოლის განსაკუთრებული წესები ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა Netflix- სთვის და 2019

წელს ამავე სახელწოდებით ყველაზე გახმაურებული სერიალი გადაიღო. ფენტეზის ჟანრის მოყვარულებმა წიგნიც და

სერიალიც გამოსვლისთანავე აიტაცეს, თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ Wither-ის სამყაროს ჩვენ გირჩევთ ოქტომბრის თვე ამ წიგნით

დაიწყოთ.

 

 

J.D Oswald- ის The Ballad of Sir Benfro- ჩვენთვისაც ნამდვილი აღმოჩენა იყო. სიუჟეტი ვითარდება პატარა ქალაქში სახელად

Twin Kingdoms და მოგვითხრობს პატარა ბიჭი ეროლის ისტორიას, რომელიც ეძებს საკუთარ გზას და ცხოვრებისეულ მისიას.

ის განსხვავდება სხვა დანარჩენი ბავშვებისგან, მან არაფერი იცის მამის შესახებ. არავინ მის ირგვლივ, მათ შორის თვითონაც

არაფერი იცის საკუთარი გენეტიკური ხაზის შესახებ.

უღრანი ტყის ბინადარი დრაკონი ბენფრო იწყებს მის გაწვრთნას და ასწავლის ბრძოლის ხელოვნებას. ვერავინ წარმოიდგენდა

რომ ქალაქის მომავალი და ადამიანების სიცოცხლე ამ ორი, ყველასაგან გარიყული მეომრის ხელში აღმოჩნდებოდა. მკითხველს

წინ ელოდება ჯ.დ ოსვალდის სამყაროს აღმოჩენით გამოწვეული აღფრთოვანება, წერის სტილი და გადმოცემის უნარი ბევრჯერ

მკითხველს სუნთქვასაც კი შეაკვრევინებს.

 

 

ფენტენზის მოყვარულები კარგად იცნობენ ამერიკელ მწერალს პატრიკ როტფუსს, თუმცა სხვადასხვა მწერალს თუ დავუჯერებთ,

მათი მოსაზრებით ამ მწერლის სერია ეკუთვნის საშინელებათა ჟანრს, რადგან მასში ასახული სიუჟეტი მძაფრია.

“მეფის მკვლელის ქრონიკა“ – მ 2007 წელს ქუილის ჯილდო მოიპოვა, ხოლმე მეორე წიგნი „ბრძენკაცის შიში“ ნიუ-იორკ ტაიმსის

ბესტსელერთა სიის სათავეში აღმოჩნდა.

 

 

შემდეგი მწერალი რომლის წაკითხვასაც ოქტომბრის თვეში გირჩევთ არის ლი ბარდუგო. , “ჩრდილის და ძვალის” , “ყვავების

ექვსეულის”, “ნაიარევების მეფის” და გრიშავერსის სხვა წიგნების, ასევე, ფენტეზის ჟანრის წიგნი “მეცხრე სახლის” ავტორი.

 

 

და ბოლოს მისტიკის ჟანრის უდაო ფავორიტი მწერალი, სცენარისტი, მუსიკოსი, ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი სტივენ

კინგია. უცნაური და აუხსნელი შემთხვევების მთელი წყება, უჩვეულო მოვლენები.